საიტის შესახებ

ბიბლიაში მოთხრობილია ღმერთის ჩანაფიქრზე, ადამიანის მდგომარეობაზე, გადარჩენის გზებზე, ცოდვილთა უბედურებასა და მორწმუნეთა სიხარულზე. ბიბლიის სწავლებანი წმინდაა და მისი მცნებანი სავალდებულო, მოსაზრებანი უცვლელი და ყველაფერი მასში თქმული ჭეშმარიტებაა.“ მიიღე სულიერი საზრდო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მოუსმინე ბიბლიას და შეისმინე მასში დაწერილი!

„გთავაზობთ აუდიო ახალ აღთქმას, ინსცენირებულს, ანუ ბიბლიურ გმირებს ახმოვანებენ ცნობილი ქართველი მსახიობები რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მოსმენის პროცესს. „რწმენა მოსმენით მოდის” – ამტკიცებენ ამ პროექტის ავტორები.

გაკეთებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ „faithcomesbyhearing.com“, რომელიც მსოფლიოს ყველა ენაზე აკეთებს აუდიო ბიბლიას.

წყარო: bible.is